logo
ENG



"ოცნების" ანტიდასავლური გზავნილები და პასუხები ვაშინგტონიდან

25 ივლ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ხელისუფლების დეზინფორმაციული პროპაგანდის მხილება დასავლეთისგან. აშშ-ში კარგად ხედავენ, - როგორი ყალბია ოცნების საჯარო განცხადებები პარტნიორთან ჯანსაღ ურთიერთობებზე და არ შეესაბამება მათ ასევე საჯარო ანტიდასავლურ რიტორიკას. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ახლა საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გადახედვის რეჟიმშია, კიდევ უფრო მკაცრი სცენარისთვის ემზადება, თუ ოცნება ანტიდემოკრატიულ კურსს არ შეიცვლის. საქართველო აქტიური განხილვის თემაა ამერიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზეც. ოცნების კურსის შესაძლო შეცვლა კი მათივე განცხადებებიდან არ იკითხება. ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აგრძელებს; საკუთარი პრორუსული განაყოფის - "ხალხის ძალის" პირით პარტნიორებს ზეწოლაში ადანაშაულებს და არც რუსული კანონის გაუქმებას გეგმავს.


close დახურვა